რუსთავში პლასტიკის საწყობი იწვის

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. რუსთავში, პლასტმასის ნაკეთობების საწყობში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.