როგორ აღნიშნავენ აღდგომას საქართველოში: დაწესებულებების მუშაობა, ტრანსპორტი, უქმეები

ქართული მართლმადიდებებლი ეკლესია აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს. მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოში აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია - აღდგომის შემდეგ პირველ ორშაბათს კი საქართველოში საფლავთა კურთხევის დღე აღინიშნება.
მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და, ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. აღდგომის მეორე დღეს ადამიანები გადიან საფლავზე არა გლოვისთვის, არამედ რომ მიულოცონ თავიანთ გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომა.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი - ოფიციალური უქმე დღეა. მერიამ დანიშნა ავტობუსები, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოებამდე უფასოდ გადაიყვანს.
უწყების ცნობით: 12-13 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი იმოქმედებს. მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.
ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს სპეციალური მარშრუტით მეტროსადგურებიდან:
„მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრობა ფასიანი იქნება. ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.
სააღდგომო უქმეებზე, 14 აპრილამდე საქართველოში არ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბანკები, სამთავრობო უწყებები და მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სერვისები.
ამასთან, მაღაზიები, აფთიაქები, საზკვების ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მართლმადიდებელი სამყარო აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს. საქართველოში მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან.