თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ქობულეთში მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 35 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქობულეთის გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.