ქართულ ბაზარზე რუსული შოკოლადი დომინირებს

ძირითად მომწოდებელ ქვეყნებს შორის ასევე არიან: უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი და ხორვატია — 5%-ით.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოში შოკოლადის პროდუქციის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოდის, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ანგარიშში.
კვლევის თანახმად, 2025 წელს საქართველოში 256,1 მლნ ლარის ღირებულების 18 ათასი ტონა შოკოლადისა და კაკაოს შემცველი მზა პროდუქცია იქნა იმპორტირებული - ქვეყანაში შემოსული შოკოლადის მთლიანი მოცულობის 52% რუსეთზე მოდის, რაც ფულად გამოსახულებაში იმპორტის 36%-ს შეადგენს.
ძირითად მომწოდებელ ქვეყნებს შორის ასევე არიან: უკრაინა — 21%-იანი წილით, სომხეთი და პოლონეთი — 7-7%-ით, ასევე ხორვატია — 5%-ით.
2025 წელს შოკოლადისა და კაკაოს შემცველი პროდუქციის იმპორტის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 820 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში კაკაოს, შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოებით 78 კომპანიაა დაკავებული, რომელთაგან 77 მცირე, ერთი კი მსხვილი საწარმოა.