მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰუმანიტარული ნების ჟესტი: პესკოვი სააღდგომო ზავზე

რუსეთისა და უკრაინისთვის ეს საერთო წმინდა დღესასწაულია
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სააღდგომო ზავი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან ჰუმანიტარული ჟესტია, განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.
„ეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან გადადგმული ჰუმანიტარული ჟესტია. ეს დღესასწაული წმინდაა როგორც რუსებისთვის, ისე უკრაინელებისთვის და უკრაინელი ხალხისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უკრაინულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის მაგალითს მიჰბაძა“, - აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გაიხსენა, რომ მსგავსი ზავი გასულ წელსაც გამოცხადდა, თუმცა მაშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იგი არაერთხელ დაარღვია.