მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: ნატოსთან დამშვიდობება ჯერ ნაადრევია

ნატო შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის არსებობას არ შეწყვეტს.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოების ფონზე ნატოს შესაძლო დაშლის შესახებ საუბარი ნაადრევია, იუწყება РИА Новости.

„არ ვფიქრობ, რომ ალიანსის კრახზე საუბარი შესაძლებელია, რადგან ასე თუ ისე, ევროპული შემადგენელი ნაწილი მაინც გაიზრდება“, — განაცხადა პესკოვმა.

მას შემდეგ, რაც ალიანსმა უარი განაცხადა ვაშინგტონის მხარდაჭერაზე ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სერიოზულად განიხილავს ნატოდან ქვეყნის გასვლის შესაძლებლობას. ტრამპმა მოკავშირეების რეაქციას „წაუშლელი ლაქა“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სჭირდება ნატოს იმ ქვეყნების დახმარება, რომლებიც, მისი თქმით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მხარდაჭერა არ გამოხატონ.