წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში - ფოტო

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება.
Sputnik
იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.
1 / 12

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა სასწაულია, რომელიც მაცხოვრის საფლავის ტაძარში აღდგომის ღამეს ყოველ წელს ხდება.

2 / 12

წმინდა ცეცხლი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის არამიწიერი სინათლის სიმბოლოა.

3 / 12

კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა გამოხატავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, რაც ქრისტეს აღდგომას ნიშნავს.

4 / 12

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. ცეცხლი ლიტანიობის — განსაკუთრებული ლოცვის დროს ინთება, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი აღავლენს.

5 / 12

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით, ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში წმინდა ადგილების მოლოცვაზე შეზღუდვები მოხსნა, რამაც ცერემონიის სრულად ჩატარება შესაძლებელი გახადა.

6 / 12

სარაკეტო თავდასხმების გამო იერუსალიმში სამი მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო მორწმუნეებისთვის.

7 / 12

წელს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლას მხოლოდ 3 ათასი მორწმუნე ესწრებოდა.

8 / 12

იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის შუაგულში გადმოსული ცეცხლი, ჯერ მთელს ეკლესიაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

9 / 12

წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოაბრძანეს.

10 / 12

წმინდა ცეცხლი თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგიას მოსაყდრე შიო აღავლენს.

11 / 12

წმინდა ცეცხლი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის არამიწიერი სინათლის სიმბოლოა.

12 / 12

მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.