მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა საბრძოლო მოქმედებების ზონაში სააღდგომო ზავის შესახებ განკარგულება გამოსცა

თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელოუსოვს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაევალა, აღდგომის დღესასწაულზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„საბრძოლო მოქმედებებში 2026 წლის 11 აპრილის 16:00 საათიდან 2026 წლის 12 აპრილის საღამომდე ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელოუსოვს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა, აღდგომის დღესასწაულზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.
ამავდროულად, რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, დაუყოვნებლივ აღკვეთონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაცია და აგრესიული ქმედებები. მოსკოვი მოელის, რომ უკრაინელი ჯარი რუსეთის მაგალითს მიბაძავს.
„ველოდებით, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მსგავსად მოიქცევა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.