თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. უკრაინაში მშვიდობის მიღწევა დღესვეა შესაძლებელი, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
„ეს მშვიდობა დღესვე შეიძლება დამყარდეს, თუ პრეზიდენტი ზელენსკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, პასუხისმგებლობას აიღებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს უკვე არაერთხელ თქმულა“, - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა.