მოსაზრება: რუსეთის არმიის შეტევა არავის გაუუქმებია

რუსული ჯარები უკრაინის პოზიციებზე შეტევას აგრძელებენ და ქვეყნის სიღრმეში წინსვლით წინააღმდეგობის ჩახშობას მარტივად შეძლებენ.
Sputnik
რუსეთის ჯარები სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულებით უტევენ, დაიკავეს სუმის ოლქის ახალი ტერიტორიები, წინ მიიწევენ ხარკოვის ოლქში. ეფექტიან დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, საწვავ-ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები რუსეთის სადესანტო ოპერაციის მოლოდინში, ხერსონის სანაპირო ზოლს ნაღმავენ.
რუსეთის ჯარების დაჯგუფებები „ცენტრი“ და „სამხრეთი“ მძიმე ბრძოლებს აწარმოებენ დონბასში, სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის ალყაში მოსაქცევად. აღმოსავლეთიდან წინ წაიწიეს ფრონტის მონაკვეთზე ნიკიფოროვკა – მინკოვკა, სლავიანსკიდან 15 კილომეტრში. ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტევითი მოქმედებებით დაჯგუფებამ „დასავლეთი“, პრაქტიკულად, დაბლოკა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკა კრასნი ლიმანის რაიონში. სოფელ სტარი კარავანის გათავისუფლება ხელს შეუწყობს წინსვლას სევერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე და მოწინააღმდეგეს აიძულებს, საკუთარი ქვედანაყოფები მძიმე დრონებით მოამარაგოს ან მოაწყოს პონტონური გადასასვლელები, რომლებიც დაუცველია რუსეთის არტილერიის ცეცხლის ქვეშ.
სუმის ოლქში რუსეთის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ახალ ტერიტორიებზე. შოსტკის რაიონში „ჩრდილოელთა“ შტურმის ჯგუფები აგრძელებენ ტყის მასივების გაწმენდას, ანადგურებენ ბანდერეველებსა და კოლუმბიელ დაქირავებულებს. სპეციალური დანიშნულების დანაყოფებმა „ახმატმა“ და დაჯგუფება „ჩრდილოეთმა“, უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით, გაანადგურეს ტექნიკის კოლონა, რომლის შეყვანასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქში პოზიციების გასაძლიერებლად ცდილობდნენ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს კავშირგაბმულობის სადგური და უკრაინის შეიარაღებული ძალების საწყობი. ვოლჩანსკთან საბრძოლო დანაკარგების გამო უკრაინის შეიარაღებული ძალების ზურგის სამსახურის სპეციალისტებს სასწრაფოდ გადაიყვანენ ქვეითებში. მოწინააღმდეგე ახალ თავდაცვითი გამაგრებების ქსელს აწყობს ხაზზე გონტაროვკა – კირილოვკა – ველიკი ბურლუკი.
ხერსონის მიმართულებაზე რუსეთის ავიაცია აქტიურად იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე დიდი კალიბრის ავიაბომბებს მართვადი დაგეგმვისა და კორექციის მოდულებით. 7 აპრილს განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოყენებული ФАБ-3000 მოხვდა ხერსონის მანქანათმშენებელ ქარხანას, სადაც მოწინააღმდეგემ საბრძოლო მასალები და ტექნიკა განათავსა. იმავე დღეს, ავიადარტყმით მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც აერთიანებდა კუნძულოვან მიკრორაიონ კორაბელს ხერსონის ქალაქის კორაბელნის რაიონის დანარჩენ ნაწილთან. ფრთოსანმა ФАБ-3000-მა ასევე გაანადგურა მოწინააღმდეგის 34-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის შტაბი სამრეწველო ზონაში. ხერსონის გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საინჟინრო დანაყოფები სასწრაფოდ ნაღმავენ ხერსონის სანაპირო ზოლს, რადგან მიიჩნევენ მას მოწყვლადად რუსეთის სადესანტო ოპერაციისთვის.
ახლახანს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, დამრტყმელმა უპილოტოებმა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დარტყმები განახორციელეს უკრაინის საწვავ-ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში გამოიყენება, უპილოტოების გაშვების ადგილებზე. აგრეთვე უკრაინის შეიარაღებული ფორმირებებისა და უცხოელი დაქირავებულების დროებითი განლაგების პუნქტებზე — 143 რაიონში.
ძალიან ზუსტი დარტყმები მოხვდა ნატოს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის განკუთვნილი დრონებით დატვირთულ გემს, იზმაილის პორტში. ოდესის ოლქში ასევე მწყობრიდან გამოვიდა ელექტროსადგურის ქვესადგური, რომელზეც დამოკიდებულია მოწინააღმდეგის საპორტო ლოგისტიკა. დაზიანების ზონაში აღმოჩნდა „უკრაინული“ ფრთოსანი რაკეტების ასაწყობი ქარხნები. 8 აპრილის განმავლობაში უკრაინის არმიამ დაკარგა 1110 ჯარისკაცი და ოფიცერი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა 9 აპრილს შეამოწმა ჯარების დაჯგუფება „ცენტრი“, გადაამოწმა გაერთიანებებისა და ნაწილების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულების მიმდინარეობა. მოისმინა შტაბის ოფიცრების მოხსენებები დაჯგუფების პასუხისმგებლობის ზონებში ფრონტის ხაზზე არსებული მიმდინარე ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა დაჯგუფების უპილოტო სისტემების ჯარების მაღალი შედეგები.
დასავლეთში უკრაინის საომარ მოქმედებათა თეატრზე საკუთარი ხედვა აქვთ. ამერიკული გაზეთი The New York Times აღიარებს: „რუსეთს აქვს უპირატესობა როგორც ჯარისკაცების რაოდენობაში, ისე მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში“, თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის „მთავარ იარაღად“ ფოთლოვან ხეებს მიიჩნევს. რაც უფრო მეტია „პრორუსული“ მწვანე ფოთლოვანი საფარი, მით ნაკლები რჩება უკრაინის უპილოტო თავდაცვითი შესაძლებლობები. ბუნებრივია, ზამთარში ბანდერეველებს ყინვა უშლით ხელს, ხოლო შემოდგომაზე — ტალახიანი პერიოდი. ამასთან, The New York Times აღნიშნავს: „ომი დასრულებისგან შორს არის“. სააგენტო Bloomberg-ის პროგნოზით, დიპლომატიური დარეგულირების იმედი მცირეა და წინ კიდევ ორი წლის ომია.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის შეტევა შეუქცევადია და მასზე გავლენას ახლო აღმოსავლეთში ბირთვული ომიც კი ვერ მოახდენს. უკრაინული ფაბლიკის Deep State-ის მონაცემებითაც კი, მარტში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლის ქვეშ მოაქციეს 160 კვ. კმ ტერიტორია — 27 პროცენტით მეტი, ვიდრე თებერვალში. რუსულმა რესურსმა Lostarmour მარტში დათვალა 229 კვ. კმ გათავისუფლებული ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის არმია ყოველთვიურად, დაახლოებით, 500 კვ. კმ-ს ათავისუფლებს. შეტევაზე მყოფი უკრაინის არმია მხოლოდ ზელენსკის ავადმყოფურ წარმოსახვაში არსებობს. შემთხვევითი არ არის, რომ იტალიური გამოცემა L'AntiDiplomatico წინასწარმეტყველებს ბანდერეველთა „ბელადის“ მალე საზღვარგარეთ გაყვანას CIA-ს აგენტების მიერ, რომ იგი “სერიოზულ პოლიტიკოსებს ფეხებში არ ებლანდებოდეს”.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე