საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგს ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფელ დოჭუში 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 09:12 საათზე მოხდა, ერთ წუთში კი 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა სოფელ დიკლოში მოხდა.
ეპიცენტრი შესაბამისად 2 და 14 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.