საქართველოში აპრილი ცივი აღმოჩნდა და თბილი დღეები განსაკუთრებით ახარებთ როგორც თბილისელებს , ისე დედაქალაქის სტუმრებს.
მზე და თბილი გაზაფხულის ამინდი შესანიშნავი მიზეზია პარკში სუფთა ჰაერზე დასასვენებლად.
დედა ენის პარკში ახალგაზრდობა მზიანი ამინდით ტკბება.
მოქალაქეები პარკში შინაურ ცხოველებთან ერთად სეირნობენ.
მზის სხივები პარკის სტუმრებს დამალობანას ეთამაშება.
სკეიტ-პარკი ახალგაზრდებითაა სავსე - ეს პოპულარული ადგილია ქალაქის ცენტრში.
პარკში სიმშვიდე და სიწყნარეა. აქ ხშირად შეხვდებით მშობლებს ბავშვებთან ერთად.
პარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოება კონტროლდება - ყველგან ვიდეოკამერებია დამონტაჟებული.
პარკის ტერიტორიაზე არაერთი კაფე და რესტორანი ფუნქციონირებს.
ექსტრემალური სპორტის მოყვარულები სკეიტ-პარკში ერთობიან.
დედა ენის პარკი რამდენიმე წლის წინ სრულად განახლდა და კიდევ უფრო კომფორტული გახდა.
დღეს ეს პარკი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ადგილია.