თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოსახლეობას კომუნალური მომსახურების კომპანიების სახელით მოქმედი თაღლითების შესახებ აფრხილებს და მოუწოდებს არავის გაუზიარონ პერსონალური მონაცემები, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სემეკში განმარტავენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური მომსახურების კომპანიების სახელით გაურკეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს.
„გაურკვეველი პირები მოქალაქეებს სთხოვენ პირადი მონაცემებისა და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას, რიგ შემთხვევებში სთავაზობენ ადგილზე მისვლას ან/და სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციის შესრულებას ტელეფონით“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აფრთხილებს მოსახლეობას: აღნიშნული სატელეფონო ზარები არ ხორციელდება კომუნალური კომპანიების მიერ.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების შემთხვევაში არ გააზიარონ პერსონალური მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ იმ კომუნალურ კომპანიას, რომლის სახელითაც ხორციელდება ზარი ან დაუკავშირდნენ სემეკს ქოლცენტრის ნომერზე 16.216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).