ყინვა, ქარი და ძლიერი ნალექი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილი დააზიანოს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში უამინდობა 14 აპრილამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით მნავარაუდევის დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება მინუს 2- 4 გრადუსამდე. დაბალმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილი დააზიანოს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.