გულის პრობლემები, წნევა და დიაბეტი: ყველაზე გავრცელებული დაავადებები საქართველოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში აღინიშნება ისეთი დაავადებების მაღალი მაჩვენებელი როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია.
Sputnik
ქვეყანაში ასევე ხშირად ფიქსირდება ინფექციური დაავადებების შემთხვევები, ბევრ მოქალაქეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს. ასევე ხშირია სანაღვლე გზების, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და დროულად ჩაიტარონ გამოკვლევები, რათა თავიდან აიცილონ გართულებები.