ბოშათა თემი საქართველოში: სად ცხოვრობენ ისინი – ვიდეო

საქართველოში ბოშების მცირერიცხოვანი და ძირითადად მარგინალიზებული თემი ცხოვრობს, რომლის რაოდენობაც, დაახლოებით, ათას ადამიანს შეადგენს. ისინი ძირითადად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ცხოვრობენ.
Sputnik
ადგილობრივი ბოშები მკვიდრ, ბინადარ ცხოვრებას ეწევიან. მათ ხშირად ექმნებათ საბუთებთან, განათლებასთან და საზოგადოებაში ინტეგრაციასთაან დაკავშირებით პრობლემები.
საქართველოში მცხოვრები ბოშების ზუსტი რიცხვიამ დრომდე უცნობია. დიდი ქალაქების გარდა, მათი ნაწილი დასახლებულია თელავში, გარდაბანსა და ქობულეთში. ქვეყანაში ცხოვრობს რამდენიმე ბოშური განშტოება - „ვლახი” და „კრიმი” და „დომ-ის“ შტოს ბოშები, რომლებიც სეზონურად აზერბაიჯანიდან ჩამოდიან.