თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. უფლისციხისა და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალები, ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებს 9, 10 და 11 აპრილს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები 12 და 13 აპრილს არ იმუშავებს.
9 აპრილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ეს თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
10-13 აპრილს კი აღდგომის უქმეებია. სააღდგომო დასვენების დღეები წითელ პარასკევს იწყება, რომელიც 2026 წელს 10 აპრილს ემთხვევა და მთავრდება 13 აპრილს – მიცვალებულთა ხსენების დღეს.
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.