ძიუდო, რაგბი და ფეხბურთი: სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობები საქართველოში

საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ძიუდო, რაგბი და ფეხბურთი. ამას ხელი შეუწყო საერთაშორისო შეჯიბრებებზე ქართველი სპორტსმებების წარმატებებმა, რის შემდეგაც ხელისუფლების მონაწილეობით ქვეყანაში სპორტის ამ სახეობების აქტიური განვითარება დაიწყო.
Sputnik
ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში მკვეთრად გაიზარდა ძიუდოიტთა რაოდენობა. მაშინ მოზარდებში ძიუდოთი გატაცება ფართოდ იყო გავრცელებული. საქართველოს რაგბის ნაკრები ბოლო 25 წლის მანძილზე გამარჯვებების წყალობით ძალზე პოპულარული გახდა არამარტო სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბოლო წლებში ქართველი ფეხბურთელების წარმატებების შემდეგ, სულ უფრო მეტი ბავშვი გაიტაცა ფეხბურთმა - თითოეული ახალბედა სპორტსმენის სურვილია გახდეს დიდი სპორტის ვარსკვლავი.