თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 8 აპრილს, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.