თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება ქართული მედია.
როგორც სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები აცხადებენ, მათ შენობის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზეზი.