ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერმეკ კოშერბაევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქართველი კოლეგის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში.
ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.