თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 2026 წლის თებერვალში თბილისში ბინებზე მოთხოვნა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე კვლავ მაღალია, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია 2025 წლის თებერვალთან შედარებით 20,4%-ოთ გაიზარდა - გაიყიდა 3,8 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, თებერვალში საქართველოს დედაქალაქში 3,8 ათასი ბინა გაიყიდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გაყიდვები 19,2%-ით, პირველად ბაზარზე კი 11,2%-ით გაიზარდა.
2026 წლის თებერვალში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა და 1.398 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა და 1.304 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ბინების გაყიდვების მოცულობა 16,7%-ით გაიზარდა და 595 მლნ დოლარი შეადგინა, გაყიდული ბინების რაოდენობა კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,1%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.