თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თუ ევროკავშირი ამჟამინდელი სახით შენარჩუნდება, 2029 წლისთვის ევროპარლამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად უფრო კონსერვატიული გახდეს, დაწერა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილის შეფასებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპაში პოლიტიკური ბალანსი საგრძნობლად შეიცვალა. თუ 2010-იანი წლების შუა პერიოდში ლიბერალურ-მემარცხენე ცენტრი თითქმის ერთპიროვნულად განსაზღვრავდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგს, დღეს იგი უკვე ფორმირდება ორ ბანაკს შორის მკვეთრი კონკურენციის პირობებში. ევროპული პოლიტიკა შევიდა იდეოლოგიური ბალანსის ეპოქაში, სადაც არცერთ მხარეს აღარ აქვს ძალაუფლების მონოპოლია.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მემარჯვენე-კონსერვატიული ბანაკი დღეს ხელისუფლების უმაღლეს დონეზე უკვე დაახლოებით ათზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში. ამასთან, რიგ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი და კვიპროსი, კონსერვატიული პოლიტიკოსები ასევე ასრულებენ მმართველობაში საკვანძო როლს.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი ტრანსფორმაცია რიგი კრიზისებისა და გამოწვევების შედეგია, რომელთა წინაშეც ევროპა აღმოჩნდა. ესენია 2015 წლის მიგრაციული კრიზისი, გლობალიზაციის შედეგები, ბრიუსელის ბიუროკრატიის მიმართ უნდობლობის ზრდა, ენერგეტიკული პრობლემები და უსაფრთხოების საკითხები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე.
„ევროპელი ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად აძლევს ხმას არა გლობალისტური ლიბერალიზმის იდეოლოგიას, არამედ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, მიგრაციის კონტროლსა და ეკონომიკურ პრაგმატიზმს – რაც ავტომატურად აძლიერებს კონსერვატიული პარტიების პოზიციებს“.- აღნიშნა ქართველიშვილმა.
შედეგად, ქართველიშვილის თქმით, ევროპა ფაქტობრივად ერთპოლარული პოლიტიკური სისტემიდან იდეოლოგიურ ბანაკებს შორის მწვავე კონკურენციის მოდელზე გადავიდა. ლიბერალურ-მემარცხენე ცენტრისტული ბლოკი დღის წესრიგს ერთპიროვნულად აღარ განსაზღვრავს და იძულებულია, კონკურენცია გაუწიოს მემარჯვენე ძალებს, რომლებიც ძლიერდებიან.
„უკვე დღესა სავსებით შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რომ თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება“, -წერს ქართველიშვილი.
მისი შეფასებით, ევროპული პოლიტიკა შევიდა იდეოლოგიური ბალანსის ეპოქაში, სადაც არცერთ მხარეს აღარ აქვს ძალაუფლების მონოპოლია. თუ
მომავალი წლების პერსპექტივებზე საუბრისას, ის აღნიშნავს, რომ მემარჯვენე მიმართულებით შესაძლო ახალ ცვლილებები, რომლებივ უპირველესად უკავშირდება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, სადაც კონსერვატიულ პარტიებს უკვე ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ და შეუძლიათ მთავრობების ფორმირებაზე პრეტენზია განაცხადონ.
მისი აზრით, მსგავსი ტენდენციები ასევე შეინიშნება რუმინეთში, ირლანდიასა და სლოვენიაში.
„თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური ბალანსი შეიძლება კიდევ უფრო გადაიხაროს – წარსული ლიბერალური დომინაციისგან უფრო მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული მრავალცენტრიანობის მიმართულებით“, - აღნიშნა ქართველიოშვილმა.
ქართველიშვილმა ცალკე ყურადღება დაუთმო უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებზე, რომელიც 12 აპრილს გაიმართება და შეიძლება ევროკავშირში მომავალი პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვან ინდიკატორად იქცეს.