თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ამანათების მიღებას იწყებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი ამანათების მიღება 8-9 აპრილს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
კანონით განსაზღვრული წესით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა დაწესებულებაში ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომელთა მიღების უფლებაც ნებადართულია, ჩამონათვალი შემდეგია:
ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
ქათამი - 1 ცალი მოხარშული, 1 ცალი შემწვარი.
ყველი - 2 კგ;
ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
პასკა - 2 ცალი
წითელი კვერცხი-10 ცალი
უკრემო ნამცხვარი
კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის „ცხელი ხაზის" 1500 მეშვეობით.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.