მახაშვილი: აპრილში აშშ-დან ჩამოვა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის

ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, აშშ-სთან გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რის შემდეგაც გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და გამოიკვეთება საერთო ინტერესები, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
ამ ეტაპზე საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მზად არიან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დასაწყებად. თუმცა ჯერჯერობით ამას პასუხი არ მოჰყოლია.
დეპუტატის თქმით, განცხადებები და გამოხმაურება უკავშირდება იმ შეხვედრებსა და ვიზიტებს, რომლებიც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აშშ-ში ჰქონდათ, ამ კუთხით მნიშვნელოვანია სატელეფონო ზარი, რომელიც შედგა პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. თითოეული ვიზიტისა და შეხვედრის შედეგად მხარეები ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ცდილობენ ურთიერთობების თავიდან აღდგენას, დასძინა მახაშვილმა.
„საზოგადოება ხედავს, რომ თითოეული ვიზიტისა და შეხვედრის შედეგად ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას. სწორედ ამ პროცესს აკვირდება საზოგადოება... ჩვენი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ნაკარნახევი იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის თუ სხვა ნებისმიერ პარტნიორთან თანამშრომლობის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები.
„ჩვენი ინტერესები სადაც დაემთხვევა ამერიკის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ საერთო საფუძველზე წინ წავიწევთ. თუმცა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ურთიერთობების გადატვირთვას ნებისმიერ ფასად არ ვაპირებთ. მთავარი პრიორიტეტებია საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. სწორედ ამ ინტერესების გარშემო სადაც დავინახავთ საერთო ინტერესს აშშ-თან, გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა მახაშვილმა.
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით.
როგორც „ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო დაფუძნებული სიცრუეზე, ბოროტებაზე, არასწორ ინფორმაციაზე, შანტაჟსა და მუქარაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.