თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინაში გუშინ მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, წყვილი 1 წლის დაქორწინებული იყო.
ზოგიერთი მედიასაშუალება გარდაცვალების მიზეზად მხუთავი აირის ან გაზის გაჟონვას ასახელებს, თუმცა გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ ეს ინფორმაცია უარყო.
„თბილისი ენერჯიმ“ ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია. თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.