თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სავარაუდო თაღლითობის მცდელობებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
სს "ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.
კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.
"ჩვენი მხრიდან მსგავსი ფორმით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება. მივმართავთ ჩვენს აბონენტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ენდონ საეჭვო ზარებს”, - აცხადებენ კომპანიაში.