მოსაზრება: რატომ აშინებს ბალტიისპირეთს FP1-ის ფრენები საზღვრის „რუხ ზონაში“

Sputnik
პოლონეთი, ფინეთი და ბალტიის რეგიონის სხვა ქვეყნები საფუძვლიანად შიშობენ, რომ ლენინგრადის ოლქზე უკრაინელების დარტყმების მთავარი მიზანი არის ნატოს„აღმოსავლეთი ფლანგის“ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევა, უპილოტო საშუალებების გამოყენებით. ეს შემზარავი პერსპექტივა და თვითგადარჩენის პირველყოფილი ინსტინქტი სწრაფად ანეიტრალებს ბალტიისპირა სახელმწიფოების ანტირუსულ იდეოლოგიასა და პროუკრაინულ რადიკალიზმს.
შვიდი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებით (თვითმფრინავის ტიპის) თავს ესხმოდნენ ბალტიის ნავთობტერმინალებს – უსტ-ლუგასა და პრიმორსკს. 31 მარტის ღამეს ლენინგრადის ოლქის თავზე 38 დამრტყმელი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. ეს არის რუსეთის ყველა რეგიონში იმ ღამით განადგურებული 92 ერთეულის მესამედზე მეტი.
2025 წელს რუსეთიდან ტანკერებით გადაზიდვების 47% (129 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი) ბალტიის მიმართულებით მოდიოდა. ეს მნიშვნელოვანი მოცულობაა, თუმცა ბალტიისა და სხვა ნავთობტერმინალები ქვეყნის ბიუჯეტის მდგრადობაზე გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს და ომის მიმდინარეობისთვისაც არ არის კრიტიკული. რუსეთის ბიუჯეტის საერთო ზრდის ფონზე, 2025 წლის შედეგებით, ნავთობისა და გაზის შემოსავლები 22%-მდე შემცირდა, რაც ბოლო ათწლეულის მინიმუმია. დასავლური პროპაგანდისტული კლიშე„ქვეყანა-ბენზინგასამართისადგური“ რეალობას სრულად არ შეესაბამება.
ფაქტები ცხადჰყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების „საჰაერო ოპერაციის“ მიზანი ეკონომიკურს სცდება. ეს არის რთული პროვოკაციის ორგანიზება ნატოსა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების გამოსაწვევად. რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ზემოქმედების შედეგად „დაბრმავებული“ უკრაინული დრონები შედიან ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და ფინეთის საჰაერო სივრცეში. ამ საფუძველზე, ბევრმა რუსმა ექსპერტმა და ბლოგერმა დაასკვნა, რომ უპილოტო აპარატები ლენინგრადის ოლქისკენ ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცით, სავარაუდოდ, სპეციალურად გახსნილი„კორიდორით“ მიფრინავენ. ყალიბდება საზოგადოებრივი დისკურსი„საჩვენებლად ესტონეთისა“ და ალიანსის სხვა ქვეყნების დასასჯელად. შესაძლოა, სწორედ ამას ესწრაფვის კიევი.
უპილოტო აპარატებს არაფერი უშლით ხელს, რომ პირდაპირ, უმოკლესი მარშრუტით მიემართონ სუმის საზღვრისპირა რეგიონიდან კონკრეტულ პორტამდე, ზედმეტი გადახვევების გარეშე და მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვით. უკრაინული დრონების გაშვებისთვის იდეალურად გამოდგება ქალაქები გლუხოვი, ხუტორ-მიხაილოვსკი ან ურბანული ტიპის დასახლება ესმანი. ამ წერტილებიდან უსტ-ლუგის პორტამდე პირდაპირი მანძილი ოდნავ აღემატება 900კმ-ს— ბრიანსკის, სმოლენსკის, ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქების გავლით. ეს არის რაციონალური მარშრუტი, ბელარუსის ან ბალტიის ქვეყნების საზღვრების დარღვევის გარეშე. რაციონალური იმ შემთხვევაში, თუ მთავარი მიზანი პორტია. თუმცა, აქაც სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.
უკრაინული დრონების„შესვლები“ და აფეთქებები ბალტიის რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე დისკუსიები „გახსნილ კორიდორებსა“ და თანამონაწილეობაზე, რეალურად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ნატოში. მართლაც, რისთვის უნდა წავიდნენ ასეთ რისკზე და საკუთარ არსებობას შეუქმნან საფრთხე? თუ ევროპული ქვეყნები თავს არიდებენ სპარსეთის ყურეში ირანთან ომს აშშ-ს გამო და პენტაგონთან ერთადაც კი, ისინი, მით უფრო, რომელიღაც უკრაინის გამო მსხვერპლს არ გაიღებენ.
მას შემდეგ, რაც ირანმა სარაკეტო დარტყმებით სწრაფად გაანადგურა სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის17 სამხედრო ბაზა, დასავლურმა ქვეყნებმა ნათლად გააცნობიერეს, რომ ამერიკული „უსაფრთხოების ქოლგა“ ბლეფია. და ევროკავშირის ხელმძღვანელობაში „განსაკუთრებით რადიკალური“ ფიგურების არსებობაც უკრაინას ვერ დაეხმარება — ბიუჯეტები და არსენალები დაცლილია, ევროპული არმიები კი სუსტი და ფორმალურია. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტების ჩვეული რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მზადების შესახებ (სადღაც 2030-იან წლებში) დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად აგიტაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ გეგმას.
უკრაინული დრონების საბრძოლო პიკირებების ფონზე, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და ფინეთში, პოლონური გაზეთი Wiadomosci ბალტიის რეგიონის ძლიერ შეშფოთებას ასახავს:
„რუსების მტკიცებით, უპილოტო აპარატებმა ნატოს საჰაერო სივრცე ჩვენი თანხმობით გადაკვეთეს, და თუ ეს ასეა, მაშინ დარტყმები განხორციელდა ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის შეთანხმებით. ეს სიმართლე არ არის, თუმცა, ასეთი ვერსიის მიღება ალიანსს რუსეთის საპასუხო ზომების საფრთხის წინაშე აყენებს… ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იძიებს, განზრახ ხომ არ შეცვალა კიევმა ფრენის ტრაექტორია, რათა დრონები „რუხ ზონაში“ მოექცია. ანუ, ნატოსა და რუსეთის საზღვრის ვიწრო ზოლზე“.
საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად, მაქსიმალური სიგრძის მარშრუტი„საზღვრის ხაზის გასწვრივ“ არარაციონალურია (მეტი საწვავი— ნაკლები საბრძოლო დატვირთვა) და რისკიანიც. Wiadomosci ცდილობს საკითხის არსში ჩაწვდომას:
„კიევი ხომ არ ცდილობდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოქმედებების შეფერხებას, აიძულებდა რა მათ ყოყმანს ძალის გამოყენებაში, რაც, შესაძლოა, გამოიწვევდა რაკეტების ჩამოვარდნას ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიაზე? თუ მისი მიზანი იყო რუსეთისა და ნატოს ჩათრევა დიპლომატიურ და, შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტში?“
„აღმოსავლური ფლანგი“ მიხვდა, რომ კიევი გააზრებულად აყენებს ალიანსს რუსეთის შესაძლო დარტყმის რისკის წინაშე. აღსანიშნავია, რომ ეს, საკმაოდ რეალისტური ვერსია პირველად ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდლობის გენერალმა ეგილს ლეშჩინსკისმა გააჟღერა გადაცემაში„პანორამა“. ვითარება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და რიგაში დაბრუნდა.
ლატვიის ხელისუფლებამ საგანგებოდ მიუთითა უკრაინული უპილოტო აპარატების საფრთხეზე, რომელთაგან თითოეული 50 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებას ატარებდა. ნატოს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჩამოვარდნილი აპარატები არის თვითმფრინავის ტიპის FP1 დრონები, რომლებიც ეკუთვნის უკრაინულ კომპანიას Fire Point. ეს უკანასკნელი ახლო წარსულში კინო- და ტელეპროდუქციისთვის კასტინგ-აგენტურის ამპლუაში საქმიანობდა(იმ პროექტებშიც, სადაც ზელენსკი მონაწილეობდა). ამავე კომპანიას ასევე მიაწერეს ბრიტანული„ფლამინგოს“ ტიპის რაკეტების წარმოება.
ბალტიის ქვეყნებმა, მათ შორის ფინეთმაც, ეტაპობრივად გამოთქვეს პროტესტი უკრაინის მიმართ და მოითხოვეს, რომ კიევმა წინასწარ აცნობოს მათ კურსიდან გადახრილი დრონების შესახებ.
რუსეთის არმია მყარად ფლობს სტრატეგიულ ინიციატივას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. მოსკოვი 2026 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის უკრაინისთვის მშვიდობის პირობების შეცვლას გეგმავს.
ტურა ტაბაკი კვლავ ეყრდნობა ვეფხვ შერხანს, დიდი მხეცების დაპირისპირების მოლოდინში… თუმცა ვეფხვი ქაღალდისაა, და ტურას გარდაუვალი დასასრული ელის...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე