მოსაზრება: ორეხოვი რუსეთის არმიის „მარწუხებში“

Sputnik
მოსაზრება
რუსეთის სამხედრო ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დამაჯერებელ სტრატეგიულ ინიციატივას ფლობენ. ისინი წარმატებით ლახავენ მოწინააღმდეგის მძლავრ წინააღმდეგობას ორეხოვის გამაგრებულ რაიონში და საგრძნობლად დაწინაურდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსეთის არმიის „მარწუხები“ იკვრება ორეხოვის ჩრდილოეთით, ნოვოიაკოვლევკა– ლიუბიცკოეს მონაკვეთზე, ხოლო ამ უბანზე დარჩენილი, დაახლოებით, 40-კილომეტრიანი „სივრცე“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალ „ქვაბში“ მოქცევას უქადის.
მე-5 გვარდიული არმიის დანაყოფები გარღვევას აძლიერებენ ზაპოროჟიეს მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი გამაგრებული რაიონის ზურგში— ორეხოვის ჩრდილოეთით, დაახლოებით, 10 კილომეტრში. 30 მარტს მათ გაათავისუფლეს სოფელი ლუგოვსკოე, ორეხოვის აღმოსავლეთით, რომელსაც რუსეთის ძალები სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან უკვე მიუახლოვდნენ.
ლუგოვსკოე და მიმდებარე ტერიტორიები გაათავისუფლეს 1198-ე მოტომსროლელი პოლკის დანაყოფებმა. ეს ოპერაცია მარტივი არ იყო. უკრაინულმა ძალებმა სახლებს შორის მოაწყვეს მიწისქვეშა გვირაბების ქსელი და ფარულად გადაადგილდებოდნენ საცეცხლე წერტილებს შორის. მოწინააღმდეგის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ართულებდა შეტევით მოქმედებებს. დახმარება რუსეთის ქვეითებს სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების ოპერატორებმა გაუწიეს, აგრეთვე ეფექტიანმა საარტილერიო მხარდაჭერამ. ლუგოვსკოეს აღებამ ჩრდილოეთის მიმართულება გახსნა შემდგომი წინსვლისთვის (ჩარივნოე) და ჩაახშო უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო მცდელობები, გულიაიპოლეს მიმართულებით კონტრშეტევა განეხორციელებინათ.
რუსეთის არმია აქტიურად უტევს და კონტროლის ზონებს ერთდროულად აფართოებს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე: სამხრეთში - ხერსონის ოლქიდან და ზაპოროჟიედან ჩრდილოეთით - ხარკოვის პლაცდარმებამდე და სუმის საზღვრისპირა ტერიტორიებამდე. გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში მოქმედმა დაჯგუფება„ცენტრმა“ დარტყმა მიაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების შვიდ ბრიგადას.
დაჯგუფება„ზაპადის“ დანაყოფებმა ოთხი უკრაინული ბრიგადის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა გაანადგურეს — ხარკოვის ოლქში ოსინოვოს, ჩერვონი ოსკოლისა და ნოვი მირის, აგრეთვე დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში კრასნი ლიმანის, კრიმკის, სვიატოგორსკისა და სტარი კარავანის მიდამოებში.
დაჯგუფება„იუგთის“ ძალებმა სუმის ოლქში გაათავისუფლეს დასახლება მალაია კორჩაკოვკა და დარტყმა მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას— პოტაპოვკის, მიროპოლიეს, ჩერვონაია ზარიასა და კონდრატოვკის რაიონებში. ხარკოვის ოლქში „ჩრდილოეთის“ დანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ოთხი ბრიგადის ნაწილები.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში(49 თვე), რუსეთის ძალების მონაცემებით, განადგურებულია: უკრაინის შეიარაღებული ძალების 671 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 129.660 უპილოტო საფრენი აპარატი, 652 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 1.694 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა, 34.188 საარტილერიო ერთეული, ასევე28.599 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა. კიევის რეჟიმისთვის ფრონტზე არსებული ვითარება კატასტროფულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული დამარცხება უფრო ახლოსაა, ვიდრე დასავლელი ოპტიმისტების უმეტესობას ჰგონია. რუსეთის სამხედრო ძალები სისტემატურად ახორციელებენ მასირებულ დარტყმებს შორსმოქმედი, მაღალი სიზუსტის იარაღით მოწინააღმდეგის ოპერატიული ზურგის მთელ სიღრმეზე — ეფექტიანად ანადგურებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, არსენალებს, უსაფრთხოების სამსახურის(СБУ) მართვის სტრუქტურებს, აგრეთვე ნატოს სამხედრო მრჩევლებისა და პილოტების კონტინგენტს.
არსებულ ვითარებაში„მთავარი ბანდერეველის“ — ვლადიმირ ზელენსკის — მრავალდღიანი ტურნე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რაც მოიცავს ყურის რეგიონში შედარებით იაფი უკრაინელი სპეციალისტებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნას(რომლებიც აშკარად აკლია კონტროლირებად ტერიტორიებზე და საბრძოლო მოქმედებების ზონაში), ცინიკურ „ქსელურ მარკეტინგს“ ჰგავს, საკუთარი თანამოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე გააფორმა10-წლიანი შეთანხმებები სამხედრო თანამშრომლობაზე საუდის არაბეთთან და ყატართან, ხოლო უახლოეს მომავალში ანალოგიური დოკუმენტი გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ეს წარმოდგენილია, როგორც უნაკლო ბიზნეს-გეგმა: ევროკავშირისგან იაფად ნასესხები დრონებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების უფრო ძვირად გაყიდვა ყურის არაბულ მონარქიებზე, ხოლო სხვაობის, ბიუჯეტის ნაცვლად, სხვა მიმართულებით გადატანა. 28 მარტს ირანის სარაკეტო დარტყმამ დუბაიში გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ანტიდრონული სისტემების საწყობი და, დაახლოებით, ორი ათეული უკრაინელი სპეციალისტი, რაც, ამ ნარატივის მიხედვით, „მისაღებ დანაკარგად“ არის შეფასებული. უფრო მნიშვნელოვანი, თითქოს, „სტრატეგიული კავშირების დამყარებაა“.
თუ ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილს (გამოცემა The American Conservative) ვენდობით, ირანში შეერთებული შტატები „უსასრულო ომისკენ მიემართება“. აქედან გამომდინარე, ზელენსკის„საექსპორტო პროექტი“, თითქოს, განწირულია წარმატებისთვის და გაყიდვების მნიშვნელოვან მოცულობებზე, იმ პროდუქციისა, რომელიც გერმანული თავდაცვითი კონცერნის Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა „Lego-ს კონსტრუქტორს“ შეადარა. ამავე ლოგიკით, თავად უკრაინელები დასავლეთისთვის, თითქოს, „ურფინ ჯიუსის ხის ჯარისკაცებად“ აღიქმებიან, შესაბამისი შედეგებით.
ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა აღნიშნა, რომ„უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და ქვრივებისა და ობლების ქვეყნად ყალიბდება“. ისტორიულად, ასე ხშირად ხდებოდა: „ზოგისთვის ომი უბედურებაა, სხვებისთვის — სარგებელი“. უკრაინული პროქსი-არმიის მილიონობით დაღუპული სამხედრო და კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური დანაკარგები წარმოდგენილია, როგორც ზელენსკისა და მისი გარემოცვის„დიდი ბიზნესის“ გარდაუვალი შედეგი. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მოსახლეობისა და სახელმწიფოებრიობის ნარჩენების გადარჩენის ერთადერთ გზად ამ ნარატივში დასახელებულია უკრაინის არმიის დაუყოვნებელი კაპიტულაცია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე