როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2-4 აპრილს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.
თბილისში 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 აპრილს კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 და 4 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით პლუს 21-23 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი პლუს 13-15 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით პლუს 23-25 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი პლუს 14-16 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით პლუს 20-22 გრადუსი იქნება, 4 აპრილს კი პლუს 12-14 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.