მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება „ჯერ კიდევ გუშინ" უნდა მიეღო

პესკოვმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ომის აქტიური ფაზის შეჩერება.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევს რეგიონიდან ჯარების გასაყვანად თითქოსდა ორი თვე მისცა. თუმცა, პესკოვმა ეს ინტერპრეტაცია უარყო.
„საქმე ორ თვეში არ არის. ზელენსკიმ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა გაიხსენა, რომ მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა გასვლის აუცილებლობას. ზელენსკის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ჯერ კიდევ გუშინ". უნდა აეღო.
პესკოვმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ომის აქტიური ფაზის შეჩერება.