მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მიერ ხორლიზე თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი შეაფასა

როგორც ადრე უწყების ხელმძღვანელმა სააგენტოს განუცხადა, ხერსონის ოლქში ახალი წლის ღამეს რესტორანზე ავიადარტყმა სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ახალი წლის ღამეს ხერსონის ოლქის სოფელ ხორლიში მდებარე რესტორანსა და სასტუმროზე თავდასხმის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 60 მილიონ რუბლს გადააჭარბა, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.
როგორც ადრე უწყების ხელმძღვანელმა სააგენტოს განუცხადა, ხერსონის ოლქში ახალი წლის ღამეს რესტორანზე ავიადარტყმა სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა.
„ჩვენი სასამართლო-ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ დანაშაულით მიყენებული ზარალი 60 მილიონ რუბლს აჭარბებს. ამ ტერორისტული თავდასხმის მექანიზმი და შედეგები არის უკრაინელი ნაციონალისტების უკიდურესი სისასტიკის ტიპური მაგალითი. ჩვენ გავაგრძელებთ რიგითი მოქალაქეების დაღუპვაში დამნაშავე ყველა პირის იდენტიფიცირებას", - განაცხადა ბასტრიკინმა.
ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ვოლოდიმირ სალდომ 1-ელ იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის სანაპიროზე, სოფელ ხორლიში მდებარე კაფესა და სასტუმროზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ახალ წელს აღნიშნავდა, დრონებით თავდასხმა განახორციელეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, დაშავდა სულ მცირე 60 ადამიანი.