U-21: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მალტას უმასპინძლებს

ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სატურნირო ცხრილში ექვსი ქულით მეოთხე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს 31 მარტს მალტის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ქუთაისში, 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან მატჩამდე, რომელიც 27 მარტს გაიმართა (1:1), ტრავმის გამო ალეკო ბასილაძე და დავით ბუკია გამოაკლდნენ, მათ გარდა მალტასთან თამაშს დისკვალიფიცირებული გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძეც გამოტოვებენ.
ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სატურნირო ცხრილში ექვსი ქულით მეოთხე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. ამიტომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განაცხადა, რომ აქედანვე დაიწყებს იმ მოთამაშეთა გამოცდას, რომლებიც მომდევნო შესარჩევ ციკლშიც ითამაშებენ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).
მცველები: ლუკა ლაცაბიძე („ვაილე“, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“, ფოთი ), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999“), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე („დინამო“, ბათუმი), საბა გეგიაძე („სპაერი“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი („ტრენჩინი“, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999“), ცოტნე ბერელიძე („სამგურალი“, წყალტუბო), ლუკა წულუკიძე („დინამო“, ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი“, წყალტუბო).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“, ინგლისი), ლუკა პარკაძე („აუსტრია ზალცბურგი“, ავსტრია).