თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია ძვირდება

საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სემეკმა 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაადგინა, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ტარიფები უცვლელი დარჩება.
ახალი ტარიფები თბილისში 1-ელი აპრილიდან, ხოლო რეგიონებში — 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. კერძოდ:
თუ აქამდე თბილისში აბონენტი 0-დან 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში 15,041 თეთრს იხდიდა, 1-ელი აპრილიდან უკვე 20,041 თეთრს გადაიხდის.
101-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19,053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს.
301 კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23,537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.
ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 4-6 თეთრით გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.
კერძოდ, 110-35 კვტ/სთ-მდე არსებული ტარიფი - 25,267 გაიზარდა 5,055 თეთრით და გახდა 30,322.
10-6-3.3 კვტ/სთ-მდე არსებული ტარიფი ასევე გაიზარდა და 27,880-ის ნაცვლად განისაზღვრა 34,632-ით. რაც შეეხება 380-220110-35 კვტ/სთ-მდე არსებულ ტარიფს, 28,961 თეთრის ნაცვლად 35,731 თეთრი იქნება.
სხდომაზე დადგინდა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სექტორისთვის იმოქმედებს 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 2031 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში.
რაც შეეხება რეგიონებს, იმ მომხმარებლებს, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15,041 თეთრიდან 20,041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კვტ/სთ-ის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19,053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301კვტ/სთ-ის ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23,537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.