ძიუდო: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კონტინენტის ჩემპიონატი თბილისში პირველად 2009 წელს ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქი 16-19 აპრილს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, იუწყება პირველი არხი.
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე" ჩატარდება და მასში მონაწილეობას უფროსი ასაკის ევროპელი ძიუდოისტები მიიღებენ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობა დაასახელა:
1.
-60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
2.
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
3.
-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
4.
-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
5.
-90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
6.
-100 კგ - ილია სულამანიძე
7.
+100 კგ - გურამ თუშიშვილი
8.
-48 კგ - თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია
9.
-52 კგ - ნინო თათრიშვილი
10.
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
11.
-63 კგ - ნინო წიკლაური
12.
-70 კგ - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
13.
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.
კონტინენტის ჩემპიონატი თბილისში პირველად 2009 წელს ჩატარდა.