საქართველოში ამინდი გაუარესდება

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა
Sputnik
თბილისი, 29 მარტი — Sputnik საქართველოში 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერიც, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)