მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპის ქვეყნები ზაფხულის დროზე გადავიდნენ

ევროპული ქვეყნებიდან ზამთრიდან ზაფხულის დროზე მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და ისლანდია არ გადადის.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. კვირას ღამით თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ საათის ისრები ერთი საათით წინ გადაწია - ქვეყნები ზაფხულის დროზე გადავიდნენ.
ახლა თბილისის დრო ცენტრალური ევროპის დროისგან სამის ნაცვლად ორი საათით განსხვავდება.
დრო ყველა სახელმწიფოში ერთდროულად იცვლება - კვირას დილის 4 საათზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებისთვის. პროცესი ყოველთვის ერთ და იგივე დღეებში ხდება - მარტის და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს. კვირის ადრეული დილა იმიტომ შეირჩა, რადგან ყველაზე ნაკლებ დისკომფორტს იწვევს, რადგან ამ დღეს ტრაფიკი ყველაზე ნაკლებია.
მსოფლიოში დაახლოებით 70 ქვეყანაა, რომელიც ზაფხულის/ზამთრის დროზე გადადის - ძირითადად ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკის და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა, ასევე ავსტრალიის ნაწილი.
ევროპული ქვეყნებიდან ზამთრიდან ზაფხულის დროზე მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და ისლანდია არ გადადის.
ზაფხული/ზამთრის დროზე გადასვლის ერთიანი წესი ევროკავშირში 1996 წლიდან მოქმედებს.