თბილისი, 28 მარტი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება დაფიქსირდა - სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება პირველად 2020 წლიდან ფიქსირდება.
უწყების ცნობით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 37,9 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 44,3 ათას ადამიანს მიაღწია.
მოსახლეობის უარყოფითი მატება ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის გარდა.
სიკვდილიანობასა და შობადობას შორის ყველაზე დიდი სხვაობა იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის უარყოფითმა მატებამ 2,9 ათასი შეადგინა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთის (2,2 ათასი) და კახეთის (1,4 ათასი) რეგიონები.
2025 წელს აჭარაში მოსახლეობის მატებამ 1000 შეადგინა, თბილისში - 1,6 ათასი, ქვემო ქართლში - 56.