ქართული თეატრები: როგორ იქმნებოდა ხელოვნება – ვიდეო

ქართული თეატრის ისტორია მე-19 საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს. მის დამფუძნებლად ითვლება დრამატურგი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ერისთავი (1811–1864).
Sputnik
დღეს საქართველოში 40-ზე მეტი თეატრია, მათი უმეტესობა თბილისში მდებარეობს - ქალაქს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს საქართველოს თეატრალური დედაქალაქი. აქ მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი თეატრები.
ყველაზე პოპულარულ თეატრებს შორისაა: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთველის სახელობის ეროვნული დრამატული თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი.