საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

საქართველო უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმს უხელმძღვანელებს 4 სექტემბრამდე, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გადაიბარებს დიდი ბრიტანეთი
Sputnik
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. 2026 წლის 13 აპრილიდან, საქართველო გახდება ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობა ავრცელებს.
საქართველომ საფრანგეთისგან თავმჯდომარეობა სიმბოლურად უკვე გადაიბარა.
საქართველო უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმს უხელმძღვანელებს 4 სექტემბრამდე, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გადაიბარებს გაერთიანებული სამეფო.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ეუთო-ს მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა.