თბილისი, 27 მარტი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, "საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით რეისებს ამატებს, ნათქვამია კომპანიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი რეისები ბათუმსა და ფოთში 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით შესრულდება.
8, 9, 10, 11, 13 და 14 აპრილს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 10:10 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 15:22 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 18:30 საათზე გამოვა და თბილისში 23:29 საათზე იქნება.
9, 10, 11 და 13 აპრილს თბილისიდან ფოთის მიმართულებით მატარებელი 09:10 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 14:45 საათზე ჩავა. ფოთიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 17:20 საათზე გამოვა და თბილისში 22:254 საათზე იქნება.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია "საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, რკინიგზის აპლიკაციის საშუალებით, რკინიგზის ვებ-გვერდზე და "საქართველოს რკინიგზის" პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.