თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სვანეთში, კალა-უშგულის მონაკვეთზე ქვათა ცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვის ცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე (170-185-ე კმ) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.