თბილისი, 26 მარტი - Sputnik. რამდენიმე ძირითად ოპოზიციურ პარტიასთან დისკუსია მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მათი საქმიანობის კონსტიტუციურობას შეაფასებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ სარჩელი, რომელიც ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს". „ქართული ოცნება“ ამ პარტიებს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ამოძრავებთ არაკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, შესაბამისად, ჯერ სამართლებრივად უნდა შეფასდეს მათი საქმიანობის შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მათთან რაიმე ტიპის დისკუსიებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საერთო დებატებისთვის საქართველოში უკვე არსებობს პლატფორმა ორ ტელეარხზე.
ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლებაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით.
„ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში,. ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში. ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა და აქამდე მათ თავად მიიყვანეს საკუთარი თავი“, - აღნიშნეს კობახიძემ.
სარჩელი ოპოზიციის წინააღმდეგ
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიების წინააღმდეგ სარჩელი 2025 წლის ნოემბერში შეიტანა.
სარჩელი ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს". „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.
მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
საქმის განხილვას ცხრა თვე დასჭირდება.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.