ხარაგაულში ბრაკონიერმა სანადირო იარაღით შველი მოკლა

უწყების ცნობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, უწყების ცნობით, ბრაკონიერმა სოფელ უბისაში სანადირო იარაღით შველი მოკლა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5 ათასი ლარია.
გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალური ნადირობა აკრძალულია. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სამონადირეო მეურნეობებში.
ბრაკონიერების სამიზნე სახეობებს განეკუთვნებიან შვლები, დათვები, ჯიხვები, ასევე გარეული ღორები, კურდღლები და არჩვები. რაც შეეხება სტატისტიკას ფრინველების შესახებ, ყველაზე სავალალო მდგომარეობა მწყერთან დაკავშირებით არის.