თბილისი, 25 მარტი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით შემცირდა და 23,7 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყეის ცნობით, წლის დასაწყისიდან ქართული დერეფნით 67,7-მა ათასმა სატვირთომ ისარგებლა, რაც 3,2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი თითოეული ტრაილერისთვის სატრანზიტო მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს საქართველოს დერეფნის გავლით 489.390-მა სატვირთო მანქანამ გაიარა, გზებით სარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 171,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 4,5%-ით ნაკლებია.