თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც პრაღაში სტარტს 25 მარტს აიღებს, ექვსი ქართველი მოციგურავე იასპარეზებს.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი და ცეკვის დუეტი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
ტურნირი, რომელიც ოთხშაბათს ქალების მოკლე პროგრამით გაიხსნება, 29 მარტს სანახაობრივი საჩვენებელი წარმოდგენით დასრულდება.
პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოციფურავეებისთვის თებერვალში მილანის ოლიმპიადის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრების წევრები - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.