თბილისი, 23 მარტი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს, განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
ტელეკომპანია CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიანსის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია რუსეთამდეც უნდა მივიდეს.
„მას [ზელენსკის] სურს გარიგების დადება და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ინფორმაცია რუსეთამდე მივა, რათა ისინიც მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის“, — განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, ვაშინგტონი კონტაქტზეა კონფლიქტის ორივე მხარესთან.
ამასთან ალიანსის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მუდმივად მუშაობს კიევთან ერთად, რათა მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა განხორციელდეს და სამშვიდობო მოგვარების პროცესი დაჩქარდეს.
როდესაც ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ რუსულ ნავთობზე სანქციების შესაძლო შერბილება ეწინააღმდეგება მის განცხადებებს, რუტემ უპასუხა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ბევრ სხვადასხვა ინტერესს შორის ბალანსის დაცვა უწევს“.
მარკ რუტეს განცხადებით, ნატოსა და აშშ-ის მიზანია, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან მაქსიმალურად ძლიერი პოზიციით წარდგეს.