მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უმეროვი: აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილეს

Sputnik
თბილისი, 22 მარტი - Sputnik. აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონფლიქტის დარეგულირების საკვანძო საკითხებზე მსჯელობა განაგრძეს. მოლაპარაკებების პირველი დღე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა Telegram-ზე შეაჯამა.
„ჩვენ განვაგრძეთ საკვანძო საკითხებისა და მოლაპარაკებების ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მიდგომების შეჯერებას, რათა პრაქტიკული შედეგებისკენ წინსვლა მოხდეს“, — განაცხადა უმეროვმა.
უკრაინულმა მხარემ ამერიკულ დელეგაციას სამუშაო პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი, თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრიუნბაუმი და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში კრის კარიანი. ეს უკანასკნელი ამერიკული დელეგაციის ახალი წევრია.
სტივ უიტკოფმა პირველი დღის მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა. პროცესი 22 მარტს გაგრძელდება.