სამების საკათედრო ტაძარში დილით ადრე პატრიარქის სულისთვის ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელსაც ათასობით მორწმუნე, სასულიერო პირების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და უცხოური დელეგაციები დაესწრნენ.
ტაძარში წესის აგების მსახურება აღესრულა, რის შემდეგაც პატრიარქის ნეშტი გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია, საპატიო სამხედრო კორიდორის თანხლებით, სიონის ტაძრისკენ გაემართა.