თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში ორი მესამედით გაიზარდა

წლიურად ღვინის ექსპორტი რუსეთში 1,4-ჯერ გაიზარდა. ექსპორტში ცქრიალა ღვინოც მოხვდა.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რუსეთმა მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან 13,1 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა, რაც იანვართან შედრებით 64%-ით მეტია და წინა წლის თებერვალთან შედარებით 44%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
წლიურად ღვინის ექსპორტი რუსეთში 1,4-ჯერ გაიზარდა, იანვართან შედარებით კი მაჩენებელი ორი მესამედით გაიზარდა. ექსპორტში ცქრიალა ღვინოც მოხვდა.
საქართველოს რუსეთში ღვინო ძირითადად ორ ლიტრიანი ჭურჭლით გააქვს, თებერვალში მიწოდებამ 12.9 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ცქრიალა ღვინის ღირებულებამ 210.400 დოლარი შეადგინა.
თებერვალში საქართველოდან ღვინის ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 19,97 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 64%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და 22%-ით მეტია წლიურად. რუსეთი კვლავ წამყვანი მყიდველი იყო 65,4%-იანი წილით.
ასევე, ხუთეულში შედიან პოლონეთი (1,9 მილიონი დოლარი), უკრაინა (1,01 მილიონი დოლარი), ჩინეთი (699.900 დოლარი) და გერმანია (517.200 დოლარი).